მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს საავიაციო ბაზარზე გადაყვანილი მგზავრების მიხედვით Wizz air და Turkish Airlines ლიდერობენ. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ამ ორ ავიაკომპანიას ბაზრის მეოთხედზე მეტი უკავიათ.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz air Group-ში შემავალ Wizz air უნგრეთსა და Wizz air აბუდაბის ცალ-ცალკე თვლის.
ერთადერთ სამგზავრო ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბაზრის 3% უკავია. ათი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების მიხედვით შემდეგი ავიაკომპანიები ლიდერობენ:
Wizz air უნგრეთი – 469 222 (13%)
Turkish Airlines – 456 802 (13%)
Pegasus – 333 056 (9%)
Belavia – 207 451 (6%)
Flydubai – 190 962 (5%)
Israir Airlines – 172 723 (5%)
Azerbaijan Airways – 167 595 (5%)
Flynas – 156 283 (4%)
Flyarystan – 124 487 (3%)
Georgian Airways – 112 616 (3%).