„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს, მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს.
როგორც ხერხეულიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არა არის და ის ცდილობს, ეს მდგომარეობა დაძლიოს:
„მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს, მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს.
მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებით გვაქვს, შემდეგია – ეს მას არ შეუძლია..
ტყუილია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება. ზონდით კვებასთან დაკავშირებით, ეს ვერ მოხდება, ბატონებო, პაციენტის ნების წინააღმდეგ, ხელოვნური კვება ვერ მოხდება. ეს არის მისი უფლებების დარღვევა. ჩვენ ვცდილობთ მცირე ულუფებით შეძლოს მიხეილ სააკაშვილმა კვება, რაც მის ისტორიაში ასახულია“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ამავე თემაზე:
ვაშაძე: პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! ასეთი რამე რუსეთშიც არ მომხდარა