LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ნაკაიძის ადვოკატი – პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? – ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი.. დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს და ვინ გაწირა

198
ნაკაიძე 23

გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ნაკაიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

„ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს.

გოგონას პირადად არ ვიცნობ. პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? – ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი. ცხვირზე დაზიანება აქვსო. იძულებით არავინ მოხსნიდა, დარწმუნებული ვარ. ნაკაიძე არ აღიარებს ბრალს, რადგან დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს, ვინ გაწირა“,- განაცხადა ბიბილეიშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს

დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა: რას აცხადებს ლაშა ნაკაიძის საქმის პროკურორი – დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანმა დაზარალებულის დედას გაუგზავნა 

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მოსამართლემ სხდომა დახურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები