LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდებმა პოლიციელს ჩანთა მოჰპარეს პროცესზე, რომელზეც მათ მიერ ჩადენილი ძარცვა განიხილებოდა

121
2345435

თურქეთში, სტამბოლში ორმა მძარცველმა მორიგი ქურდობა ჩაიდინა მაშინ, როცა სასამართლო დარბაზს ტოვებდა. არადა პროცესზე მათ მიერ ჩადენილი სხვა ქურდობა განიხილებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Duvar English ავრცელებს.

პოლიციამ ორი მამაკაცი ქურდობების სერიაში ბრალდებით დააკავა. მოსამართლემ მათი განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სასამართლოს დარბაზის დატოვებისას ქურდებმა მოიპარეს ჩანთა, რომელიც პოლიციელს ეკუთვნოდა.

ქურდობის მომენტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და იმავე სასამართლოში დააბრუნეს. ამჯერად მოსამართლემ ის ციხეში გაგზავნა. რაც შეეხება მეორე ქურდს, მან მიმალვა მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები