LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ, გმადლობთ თითოეულს!“ – ზელენსკიმ ჯარისკაცებს პროფესიული დღე მიულოცა

124
ზელენსკი სამხედროებთან ერთად

„ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს და ეს ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს და მათ შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში მებრძოლების ვიდეო გამოაქვეყნა:

„ვამაყობთ თქვენით, აღფრთოვანებული ვართ. გმადლობთ თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი. დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი „ფეისბუქზე.“

ზელენსკი: ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია