ასტროლოგი მიშა ცაგარელი ნოე სულაბერიძეს ესაუბრება იმის შესახებ, როგორ შეძლო ორჯერ კონტაქტის დამყარება უცხოპლანეტელებთან თალეს შონიას დახმარებით:
„ბოლომდე ვერ დავადგინე, რაღაც ეცვათ, თუ ეს იყო მათი კანი. კომბინეზონი იყო თუ მათი კანი, ვერ გავიგე. თვალები, ცხვირი, ტუჩები იყო, ოღონდ განსხვავებული ჩვენგან. ცხვირი ფაქტობრივად ორი წერტილი იყო.
ყველაზე საინტერესო იყო საუბარი. სრული სიმშვიდე იყო და სიწყნარე და ყველაფერს ვიგებდი.
დავუსვი კითხვა – ვინ ხართ და საიდან ხართ ჩამოსულები-მეთქი? მითხრა, საიდან იყო ჩამოსული და რა ჰქვია მათ ვარსკვლავს. თავის დროზე ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობდით. რატომ არ გამოდიან კონტაქტზე? იმიტომ, რომ ჩვენი დონე არ არის შესაბამისი… ჩვენი საქმე თქვენი კონტროლიაო…“