LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ეღირება ჟიზელ ბუნდჰენის ფოტოალბომი უფრო ძვირი ვიდრე iPhone?

87

2015 წელს სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი კარიერის 20 წლისთავს ზეიმობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოდელი ექსკლუზიურ ფოტოალბომს გამოუშვებს.

მისი ფასი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ტიტულს შეესაბამება და 700-დან 2000 დოლარამდე იმერყევებს.

ალბომის ტირაჟი 1000 ეგზემპლარი იქნება და ჟიზელი თითოეულ მათგანს ავტოგრაფს დაურთავს. გამოცემაში 300 ფოტო შევა, რომელთა ავტორებიც ლეგენდარული ფოტოგრაფები: დევიდ ლაშაპელი, იურგენ ტელერი და სხვები არიან.

ფოტოებს შორის ბუნდჰენის შიშველი სურათებიც იქნება. ერთ-ერთი მათგანი კი, რომელიც ირვინ პენმა 1999 წელს გადაიღო, საიუბილეო წიგნის გარეკანზე განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჟიზელმა მოდელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და გადაწყვიტა, მხოლოდ ფოტომოდელის საქმიანობით შემოიფარგლოს. მისი უკანასკნელი გასვლა პოდიუმზე 2015 წლის აპრილში ბრენდ Colcci-ს 2016 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა.

3a3c3ee4fe9492757825fe03bf2193e4          690x439_1_826f295cf98012cde12e6b1b17fac46d@690x439_0xd42ee42a_13003377211443104450

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები