მიუხედავად იმისა, რომ გაჯეტების უმრავლესობას ვიდეო გადაღებისას სტაბილიზაციის შესაძლებლობა აქვთ, ხშირად სმარტფონით, პლანშეტით ან კამერით გადაღებული ვიდეოს თან ახლავს ზედმეტი მოძრაობები, რაც ხელის კანკალის დროს ან თუნდაც სიარულისას ხდება.
ასეთი არასასურველი ეფექტისგან თავის დასაცავად, ამიერიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მექანიკური სტაბილიზატორი სახელად solidLUUV. პორტატული, უნივერსალური და გამოყენებაში მარტივი აქსესუარი თავსებადია ნებისმიერ სმარტფონთნ. გაჯეტმა უკვე მოიპოვა პრემია Red Dot 2015 დიზაინის კუთხით ISPO წლის საუკეთესო პროდუქტისთვის. solidLUUV 99 დოლარი ეღირება.