უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად ყველაზე მძიმე ვითარება დონეცკის რეგიონში: ბახმუტთან და სოლედარშია.
მისივე თქმით, ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ მიმართულებით უკრაინელ მცველებს დაეხმარონ.
“დონეცკის რეგიონში, ბახმუტში, სოლედარში, ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელი წერტილია და ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით. ჩვენი გმირები, რომლებიც იქ დაცვას აძლიერებენ, ყველა, ვინც იქ არის, იმსახურებს უდიდეს მადლიერებას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩოპის რაზმის მესაზღვრეებს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების მორიგი თვითმფრინავი გაანადგურეს.
ამავე თემაზე:
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე
უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას
როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი