LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის პლაზმათერაპია – სილამაზის აკადემია

23
ქეთევან-ბერიანიძე

რა არის პლაზმოთერაპია – ამ თემაზე გადაცემაში ‘სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა ქეთევან ბერიანიძემ ისაუბრა.

რა არის პლაზმოლიფტინგი?

პლაზმოლიფტინგი გაახალგაზრდავების და კანის მკურნალობის უნიკალური მეთოდია.

თანამედროვე მედიცინაში პლაზმოლიფტინგი რევოლუციურ აღმოჩენად ითვლება,რომლის დანიშნულებაა კანის  გაახალგაზრდავება,პათოლოგიური და ასაკობრივი ცვლილებების კორექცია და აღმოფხვრა.საკუთარი სისხლის პლაზმისაგან მიღებული პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ამინომჟავებს, მინერალებს, ვიტამინებსა და მაღალი კონცენტრაციის თრომბოციტებს, რომელიც უშუალოდ აჩქარებს უჯრედების განახლებისა და აღდგენის პროცესს.

რით განსხვავდება ის სხვა პროცედურებისგან?

მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება სხვა პროცედურებისაგან არის – ახალგაზრდობის აღდგენა  ორგანიზმის შიდა რესურსების გააქტიურების ხარჯზე. ეს კი განპირობებულია სამი სისტემის გააქტიურების ხარჯზე იმუნური-მეტაბოლური და რეგენერაციული.

რა შედეგს ვიღებთ ამ პროცედურის შემდგომ?

აღნიშნული პროცედურის შედეგად ადამიანის კანი ხდება ჯანმრთელი, სრულყოფილი და გაახალგაზრდავებული. პროცედურა არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს,რადგან ხდება საკუთარი ბიო მასალის გამოყენება.

პლაზმა შეიცავს ფიბრინს და კოლაგენს, სწორედ ისინი მონაწილეობენ ახალი უჯრედებისა და ქსოვილების ფორმირებაში. ეს ნივთიერებები ეხმარება უჯრედებს აღდგენით პროცესებში.

პლაზმოლიფტინგის ჩვენებებია:

ტურგორისა და სიმკვრივის დაქვეითება;

პიგმენტური ლაქები;

ნაოჭები;

კანის სიმშრალე;

ასევე გამოიყენება კანის დაავადებების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები