საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ მიმდინარე წლის შეჯამებისა და უკრაინის მეგობარ პირთათვის სამადლობელი სიგელების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სახალხო დამცველობის კანდიდატს, მარიკა არევაძეს უკრაინის მხარდაჭერის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
„ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. ყოველთვის ვიქნები თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის გვერდით და გავაძლიერებ ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობას. დიდი მადლობა უკრაინის საელჩოს.“– განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მარიკა არევაძემ.
ღონისძიების ფარგლებში სამადლობელი სიგელებით გადაეცათ: „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის“ თავმჯდომარე ირაკლი კაჭარავას, ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს ანა ჯალაღონიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნინო ქათამაძეს, ნიკოლოზ რაჭველსა და ივა ჭყონიას.