დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის საპარკინგე სივრცეები გამოიყოფა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი და ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ავტომობილების მოძრაობა არ შეაფერხონ”,- განაცხადა კალაძემ.
სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ითხოვდა.