LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიკლაური: ერთის მხრივ ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მეორე მხრივ, სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევენ, რათა განცხადება არ გააკეთოს

67
ნუგზარ წიკლაური

„მიხეილ სააკაშვილს სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევენ, რათა მან არ გააკეთოს განცხადება – მთავრობას უბრალოდ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში იხილოს, რომელშიც არის“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია.

დავითულიანი სააკაშვილზე: პროცესზე დასწრება ემსახურება იმას, რომ მისი მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს – არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის მომსახურებას ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს

„ერთის მხრივ, ექიმები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მისი განკურნება აქ შესაძლებელია. ხოლო, მეორე მხრივ, სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევენ პრეზიდენტს, რათა მან არ გააკეთოს განცხადება.

მე მაქვს განცდა, რომ მთავრობას უბრალოდ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში იხილოს, რომელშიც ის არის. მათ არ უნდათ, რომ მილიონობით ადამიანმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნახოს.“– განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამავე თემაზე:

„ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი – გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება“ – ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დღევანდელ პროცესს დაესწროს

ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი

სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები