LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: კარგად ხვდებით, მედიას რა პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში

63
Untitled design (2)

„ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და თქვენც გაქვთ წესები“, – ასე მიმართა მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციის შეფასების დროს.

მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება.. ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც – საპატრიარქო

„თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მედიას რა წილი პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტული სიუჟეტების გაშუქებაში.

მე ვერ შევალ ამ მსჯელობაში, საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ეს მათი პოზიციაა, რაც შეეხება მედიას, საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს, უწყებებს, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და თქვენც გაქვთ წესები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე: 

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები