LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში კაცმა მეზობლის მოკვლა სცადა – დამწვრობის გამო თავად დაიღუპა, კიდევ 2 პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი

129
პოლიცია

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში წევს. 

მომხდარის შემდეგ, 75 წლის მამაკაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, რის შემდეგაც დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინვე გარდაიცვალა. დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

ადგილობრივების თქმით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ. „ფორტუნას“ ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც წლების წინ, შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რაც სასჯელის ზომად, თავისუფლების აღკვეთას ვადით 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები