LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბადოსში ჩამოცხა – რიანას და მისი საქმროს კაშკაშა გამოჩენა

144
Untitled.pngrerere

რამდენიმე თვის წინ, 36 წლის რიანა დედა პირველად გახდა. მართალია, არტისტს და მის საქმროს ვაჟის ფოტოები ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ, თუმცა საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდებიან. ამჯერად წყვილი რირის სამშობლოში, ბარბადოსში იმყოფება. პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როცა რეგის კონცერტზე მიდიოდნენ.

ისინი საოცრად კაშკაშა ფერებში იყვნენ  გამოწყობილნი. რიანას Magda Butrym-ის ალისფერი კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც  1184 ევროა.

ცნობისთვის, 5 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ,  რიანამ პირველი  სიმღერა გაავრცელა. არტისტმა  სინგლი-საუნდტრეკი Lift Me Up „მარველის“ ახალი ფილმისთვის, „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ შექმნა.

„ეს სიველურეა, ასე მგონია, რომ ყოველ დღე მჟავაში უნდა ჩავვარდე!“- რიანა დედობის პირველ თვეებზე საუბრობს

თეთრი კაბა, ზღვა და მზის ჩასვლა – რიანა უახლეს სინგლზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები