LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელებმა დათვალეს თუ რამდენი პიცა აქვთ შეჭმული

41
850x450_EatingPizza

იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს იტალიელებმა 2,7 მილიარდი პიცა მიირთვეს.
ასე რომ, საშუალო სტატისტიკური იტალიელი წელიწადში 8 კილოგრამ პიცას ჭამს. ინფორმაციას ამის შესახებ authentic vacations ავრცელებს.

სპეციალისტებმა ქვეყნის ყველაზე „პიცური“ ადგილებიც დაასახელეს. პიცის წარმოების მასშტაბებით ლიდერი ლომბარდიის რეგიონი ყოფილა: ის მთელი მოთხოვნის 15%-ს უზრუნველყოფს. პიცერიების რაოდენობით ლიდერი კამპანია აღმოჩნდა – პიცის ისტორიულ სამშობლოში 17 ათასი დაწესებულებაა.

ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ პიცების შეკვეთების რაოდენობით ლიდერი სარდინიაა.

საინტერესოა, რომ მეცნიერების დასკვნით პიცა იმაზე მეტად იწვევს შეჩვევას ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები. ამ მაჩვენებლით მან შოკოლადს, ჩიფსებს და ჩიზბურგერსაც გადაუსწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები