აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს „გლოვოს“ კურიერი დაიღუპა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, კურიერი, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, 23 ნოემბერს მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილის მეგობრებიც ავრცელებენ:
„ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ.
გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.“ – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.