თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის შენობის მესამე სართულიდან პაციენტი გადახტა.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცმა გაქცევის მიზნით ერთმანეთს ზეწრები გადააბა და ფანჯრიდან გადასვლა სცადა, რა დროსაც მას გაუწყდა და ჩამოვარდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს.
„ფორტუნა“ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მომხდარის შესახებ ინფორმაციის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.