LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია სანდუ – რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა – არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც სიბნელეში და სიცივეში გვტოვებს

83
3c4aeaaf34f6d9d280883a2f82dd22a1

უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმის გამო ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა.

“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. უკრაინაში რუსეთის ომი ხალხს კლავს, რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაში თავდასხმები გრძელდება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის სამომავლო გზა, თავისუფალ სამყაროსკენ უნდა რჩებოდეს”, – წერს სანდუ.

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, ოკუპანტებმა დაბომბეს კიევიც. ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, ხოლო დაშავდა — 6.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები