LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

73
ფაუჩი

აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს. ცნობილმა იმუნოლოგმა თეთრ სახლში ბოლო ბრიფინგი გამართა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხალხს ის ემახსოვრება როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ფაუჩიმ კორონავირუსის პანდემიის შესახებაც ისაუბრა.

“როდესაც ამ ქვეყანაში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ისეთი მიზეზით არ იცრებიან, რომელსაც არანაირი კავშირი საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან არ აქვს და ამას აკეთებენ იდეოლოგიური განსხვავების გამო, როგორც ექიმისთვის, ეს მტკივნეულია”, – განაცხადა მან.

81 წლის ენტონი ფაუჩიმ პენსიაზე გასვლა წლის დასაწყისში გამოაცხადა, მაშინ, როდესაც პანდემიის მასშტაბი მცირდებოდა. ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის პოზიციას 1984 წლიდან იკავებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები