LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუმლაძე: ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია დაიწყება, საპროტესტო მოძრაობა ივანიშვილის სახლებთან და „ქართული ოცნების” ოფისებთან გაგრძელდება

55
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია და საპროტესტო მოძრაობა დაიწყება. ამის შესახებ მუმლაძემ პარლამენტთან განაცხადა და საკუთარ პოლიტიკური გეგმაზე ისაუბრა.

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, იმისათვის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი და სახალხო პარტია გახდეს, ის უნდა იყოს აქტიური მხარდამჭერების კუთვნილება და მის საქმიანობაში მხარდამჭერებიც უნდა ჩაერთონ:

„19 წლის წინ, აქ, საქართველოს ბედი გადაწყდა და მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ეს გზა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ, საქართველოში რუსული რეჟიმი უნდა დავამარცხოთ, ამიტომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლის ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს ეფექტური და აქტიური პოლიტიკაში.

მთავარი, რაც ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში იქნება, აუცილებლად დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია და ეს იქნება რუსი ოლიგარქის იძულების კამპანია, რომელიც იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო მოძრაობის დაწყებით, დაიწყება და გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის სახლებთან და „ქართული ოცნების“ ოფისებთან, რაც საბოლოო ჯამში აქ, რუსთაველზე ძალიან დიდ პროტესტს მოიტანს და ამ პროტესტით რუსული რეჟიმი დასრულდება.

რაც შეეხება გეგმას, თუ როგორ გახდეს პარტია ძლიერი და სახალხო, ეს პარტია უნდა გახდეს აქტიური მხარდამჭერების კუთვნილება, ამისთვის შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერი ჩაერთოს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში და გადაწყვეტილებებში მიიღოს მონაწილეობა შიდა რეფერენდუმების საშუალებით.

პარტიაში ასევე დაინერგება ფინანსური გამჭვირვალობის ახალი მოდელი – ყოველ სამ თვეში პარტია ახალ ანგარიშს წარადგენს, ეს იქნება ელექტრონული ანგარიში, რაზედაც ხელი მიუწვდება ყველა ადამიანს. პარტიაში უნდა დაინერგოს შიდა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ყველა თანამდებობა იქნება არჩევითი, ჩვენ ამ მეთოდით ავირჩევთ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს, სამდივნოს წევრებს, გენერალურ მდივანს და რაიონულ თავმჯდომარეებს, მთავარი ორგანო გახდება პოლიტსაბჭო, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და შეამოწმებს, რას აკეთებს პარტია.

ყველა დიდ ქვეყანაში გაიხსნება ჩვენი წარმომადგენლობები, მათი მთავარი ფუნქცია ემიგრანტების პრობლემებზე მუშაობა და პარტიის პოპულარიზაცია იქნება“, – აღნიშნა მუმლაძემ.

დეკანოიძე: ენმ-ს თავმჯდომარე ალტერნატიული პრემიერმინისტრი უნდა იყოს – რეგიონში ცნობილი ადამიანი და ფლობდეს უცხო ენებს

ფოტო სლაიდერზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები