LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება – „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა

54
ვარდების რვოლუცია

დღეს, 18:00 საათზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში „რუსული რეჟიმის“ დასრულებას მოითხოვენ.

„23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე ვიკრიბებით თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე. გამოდით ყველა ვინც თვლით, რომ ამ დღეს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო.“– აღნიშნულია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელიც საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.

2004 წლის 4 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი, 96,7%-ით მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

ნიკა მელია: 19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, „რუსული ოცნების“ პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები