ცნობილი გახდა საუდის არაბეთის ფეხბურთელების პრემიალურების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის დამარცხებისთვის.
ინფორმაცია დადასტურებული და გადამოწმებულიაო, წერენ ჟურნალისტები.
ფეხბურთის ფედერაციის ფულია, შეიხის თუ მეფის, ეს ზუსტად არ იციან, მაგრამ სამწვრთნელო შტაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ფეხბურთელი მიიღებს… 2.5 მილიონ ევროს.
აწი კარგა ხანს შეუძლიათ ფეხი აღარც გაანძრიონ.
ამასობაში მთელი ქვეყანა ზეიმობს ამ ისტორიულ გამარჯვებას.
მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ საუდმა დაადასტურა, რომ 23 ნოემბერს ეკონომიკის სექტორის ყველაზე თანამშრომელი (სახელმწიფო და კერძო სექტორის) დასვენების დღეს მიიღებს.
დასვენების დღეა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვისაც.