Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„გმირი ბიჭები! ასე დაგმეს ის, რაც ირანში ხდება და ასე დაუდგნენ გვერდით ქალებს. რა საოცარი რაღაცები ხდება სამყაროში“ – ირანის ნაკრების ფეხბურთელების დუმილი ეროვნული ჰიმნის დროს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირი ბიჭები! ასე დაგმეს ის, რაც ირანში ხდება და ასე დაუდგნენ გვერდით ქალებს. რა საოცარი რაღაცები ხდება სამყაროში“ – ირანის ნაკრების ფეხბურთელების დუმილი ეროვნული ჰიმნის დროს

183
BeFunky-collage (2)

ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ინგლისთან მატჩის წინ ეროვნული ჰიმნი პროტესტის ნიშნად არ იმღერეს. ამ ფორმით გამოუცხადეს მათ სამშობლოში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს სოლიდარობა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ თამაშზე ეროვნული ჰიმნის გაჟღერების დროს ირანის ნაკრების რეაქციას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის საქართველოში.

„ირანის ნაკრებმა არ იმღერა ეროვნული ჰიმნი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ თამაშზე – იდგნენ და უბრალოდ იყურებოდნენ მრისხანე და სევდიანი სახეებით. ყველაზე მამაცი, გმირი ბიჭები! ასე დაგმეს ის, რაც ირანში ხდება და ასე დაუდგნენ გვერდით ქალებს. სიტყვებს ვერ ვპოულობ. რა საოცარი რაღაცები ხდება სამყაროში. კადრში ჩანდა ატირებული ირანელი ქალი.. როგორ უნდა უყურო ამ ამბავს გულგრილმა?

როგორც გავიგე, ყველა სპორტსმენი  გაფრთხილებულია, რომ არც გაბედონ ჰიმნის შესრულებისას ჩუმად ყოფნა. რა ელით ახლა ამ საოცარ ბიჭებს სამშობლოში რომ მივლენ?

ირანის აქამდე დაუძლევ სიბოროტეს ამარცხებს 22 წლის მოკლული გოგო, მაჰსა ამინი, ჰიჯაბის „არასწორი“ ტარების გამო მოკლული“, – წერს ვიკა ბუკია.

 

 

ირანელი სპორტსმენების რეაქციას და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელიც.

„აქ ეს ბიჭები, დღეს ფაქტობრივად საკუთარი განაჩენი რომ დაწერეს მხნედ და ამაყად, და სადღაც გაეროში სწორედ ირანზე რეზოლუციის კენჭისყრის სხდომიდან გაპარული ჩვენი ელჩი ?“, – წერს თინა ხიდაშელი.

ირანში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო

შეგახსენებთ, რომ ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

ვრცლად ამავე თემაზე:

ირანში გამართულ დემონსტრაციებს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები