LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკის ზოოპარკში უნიკალური ტყუპი სპილოები მოევლინნენ ქვეყანას

34
3264565

აშშ-ში ტყუპი სპილო დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ New York post ავრცელებს.

უნიკალური სპლიყვები ქვეყანას ნიუ-იორკის შტატში მდებარე ზოოპარკში მოევლინნენ. ბედნიერი მშობლები მალი და დოკა არიან.
როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, მათთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, როცა მალიმ პირველი შვილის გაჩენიდან 10 საათის შემდეგ მეორეც გააჩინა. მეთვალყურეებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მომავალი დედა ტყუპებზე იყო ორსულად. საქმე ისაა, რომ ამ ცხოველის გამოკვლევა დიდი ზომების გამო ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში ექოსკოპიის პასუხები არასწორია ხოლმე.

ზოგადად, ტყუპი სპილოების დაბადების ალბათობა 1%-ზე ნაკლებია. როგორც წესი, ტყუპთაგან ერთი ან გარდაცვლილი იბადება ან იმდენად სუსტია, რომ დაბადებიდან მალევე იღუპება. თუმცა, ნიუ იორკში დაბადებული სპლიყვები ძალიან ჯანმრთელები არიან და უკვე დედასთან ერთად ვოლიერშიც გადაიყვანეს.

პატარებისთვის სახელები ჯერ არ მოუფიქრებიათ, ამიტომ მათ უბრალოდ მალის ტყუპებს ეძახიან.

ზოოპარკის დირექტორის თქმით, ტყუპების დაბადება ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, რადგან აშშ-ში მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები