იმ აეროპორტებს შორის, სადაც სტრესის დონე ყველაზე მაღალია – დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის და საფრანგეთის ავიაბაზები მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ექსპერტთა ჯგუფმა საკმაოდ მასშტაბური კვლევის შემდეგ გამოაქვეყნა.
რეიტინგის ლიდერი ქალაქ მანჩესტერში მდებარე აეროპორტი გახდა – ბრიტანული აეროპორტის შესახებ ინტერნეტში არსებულ გამოხმაურებათა 82,5% მკვეთრად ნეგატიური ინფორმაცია ან საჩივარია. მგზავრების მიერ გამოყენებულ კომენტარებს შორის ყველაზე ხშირად გვხდება „უკმარისობა“, „უხერხულობა“, „უზარმაზარი რიგები“ და „ფარსი“.
სტრესის მაღალი დონის მიხედვით მეორე ადგილზე გასული აეროპორტი კუნძულ კრეტაზე მდებარეობს. მესამე კი ლონდონური „სტანსტედია“.
შემდეგი პოზიციები ტორონტოს და ბორდოს ავიაბაზებმა გაინაწილეს. ათეულში მოხვდა ასევე – დიდი ბრიტანეთის სხვა აეროპორტები (ბრისტოლის და ლონდონის), ასევე ბერლინის და ბრიუსელის ავიაბაზები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 20 ყველაზე გადატვირთული აეროპორტიდან 25 ყველაზე „სტრესულში“ არც ერთი არ დასახელდა.
ასეთი დასკვნის მისაღებად სპეციალისტებმა Google-ის საძიებო სისტემაში მსოფლიოს 500 აეროპორტის 1500-ზე მეტი გამოხმაურება შეისწავლეს.