LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკიტაძე: კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას

93
კირკიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, მიესალმება ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებელი შტაბი.

კირკიტაძის განმარტებით, ასევე მიესალმება შეთავაზებას, რომ გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს შტაბს სათავეში.

მერე ეგ კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელი და თავისუფალი იყოს, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარება საჭირო არ იქნებოდა და ქვეყანაში სხვა პროცესი იქნებოდა.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ არის ის, რომ ის პროცესებში არ ერევა და მას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს. ბევრისგან განსხვავებით, მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანას სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა ამ ქვეყანას სჭირდება, მათ შორის პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი ამ პროცესში ჩართული იყოს, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და გარეთ”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა სწორი დრო „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩასატარებლად, კირკიტაძე ასე პასუხობს:

„მე ვთვლი, რომ შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პროცესიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებული გამოვა“.

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს.

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები