LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: როგორ მოვიქცეთ? არ შევცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები, დავტოვოთ 50-წლიანი დამპალი ინფრასტრუქტურა? მესმის, სამუშაოებისას დისკომფორტია, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია

64
Untitled design - 2022-11-16T124421.740

სამუშაოების დროს დისკომფორტია, მესმის მეგობრებო, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. როგორ მოვიქცეთ? არ შევცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები, დავტოვოთ 50-წლიანი დამპალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა და უბრალოდ, ზედაპირულად მხოლოდ ასფალტი დავაგოთ და ორი კვირის მერე ისე გადასათხრელი გაგვიხდეს? ამას არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ისევ თქვენი ფული იხარჯება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო“ – რატომ შეფერხდა „ახმეტელის მეტროში“ შესვლა?

კალაძის თქმით, ყველაფერი ძირეულად გაკეთდება იმისათვის, რომ არსებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა წლებს გაუძლოს. ამ თვალსაზრისით თბილისის მერმა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე და გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და კონკრეტულ ლოკაციებზე არსებული პრობლემების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

მაგალითისთვის, კალაძის თქმით, 11 ნოემბრის მონაცემებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ავტობუსმა და მიკროავტობუსმა 1 477 ბრუნი ვერ განახორციელა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, პრობლემური კვანძები, რათა ავტობუსი და მიკროავტობუსი თავისუფლად გადაადგილდეს.

„ჩვენ ძალიან ბევრ კრიტიკას ვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ ავტობუსი აგვიანებს, პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიცით. ჩვენ ვართ სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის განხორციელების გარდამავალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ყველაფერს ეტაპობრივად და თანმიმდევრობით ვახორციელებთ.

ნახეთ, თუ რა გავაკეთეთ 2017 წლიდან, შევცვალეთ ავტობუსები, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი, დამატებით შემოვიყვანეთ ავტობუსები, განვაახლეთ მიკროავტობუსები, დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დაგეგმილი გვაქვს ახალი 18- მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იმისათვის, რომ მთლიანად შეკრას წრე და მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით პრობლემა არ იყოს დედაქალაქში, მეტროს ვაგონების შემოყვანა, პიკის საათებში შევამციროთ მოცდის დრო“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები