ნატოსა და G7-ის ლიდერების საერთო განცხადების შემდეგ, პოლონეთში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ინდივიდუალურადაც ეხმიანებიან.
ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან არის ნასროლი
გამოძიების მიმდინარეობის დროს, დახმარებასა და მხარდაჭერას ჰპირდება პოლონეთს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი:
„სანამ G20-ის ლიდერები იკრიბებოდნენ და ომის დასრულებას ითხოვდნენ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი დარტყმები განახორციელა. G7-სა და ნატოს პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ სასტიკ ქმედებებს.
ჩვენ ასევე ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას პოლონეთს და დახმარებას საზღვარზე მომხდარი აფეთქების გამოძიებაში“, – წერს ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
While G20 leaders were meeting and calling for the war to end, Russia conducted massive strikes against Ukraine.
With G7 and NATO partners, we condemn these brutal acts.
We also offer full support to Poland and assistance with the investigation on the explosion at the border. pic.twitter.com/gohB25y1et
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 16, 2022
პოლონეთში მომხდარ აფეთქებას, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, საშინელ ინციდენტს უწოდებს გერმანიის კანცლერი:
„საშინელი ინციდენტია და საჭიროა დიდი სიფრთხილით გაირკვეს, როგორ მოხდა ეს“, – აცხადებს ოლაფ შოლცი.
ტექნიკურ შეცდომად აფასებს ჩამოვარდნილ რაკეტას თურქეთის პრეზიდენტი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე:
„არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ რაკეტა რუსული წარმოების არ არის, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს – ეს პროვოკაცია იქნება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთში მომხდარს ეხმიანება ნატოს გენერალური მდივანიც:
„ნატო აკვირდება სიტუაციას, მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს ახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს“, – წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
Spoke with President Duda @prezydentpl about the explosion in #Poland. I offered my condolences for the loss of life. #NATO is monitoring the situation and Allies are closely consulting. Important that all facts are established.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) November 15, 2022
ჩინეთი კი მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„არსებულ ვითარებაში, ყველა მხარემ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და თავშეკავება გამოიჩინოს, – განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა.
დღესვე უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმებსა და პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც.
როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში:
„მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები მუშაობდნენ ჩვენი ხალხის წინაშე არსებული უდიდეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმებს ახორციელებდა. ამ თავდასხმების შემდეგ, ჩვენ გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ.
ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და უმოწყალო რეალობა. ვიდრე ეს გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის საზღვართან, პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.
საზღვართან მომხდარი აფეთქება და ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა პოლონეთმა. ქვეყნის საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ის ნასროლი.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.
ანდჟეი დუდას თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ის.
ცოტა ხნის წინ, „ასოშიეითედ პრესმა“ ამერიკელი ოფიციალური პირების მოსაზრება გაავრცელა – ისინი ვარაუდობენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოცვენილი რაკეტები უკრაინელი სამხედროების მიერ იყო ნასროლი და ამ რაკეტებით უკრაინული მხარე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას იგერიებდა.
პოლონეთში აფეთქებისა და ფაქტზე გამოხმაურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით აქ:
პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს
Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი
შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით
“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი