LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება“ თამაშობს თამაშს, რომელიც მარტივად გამოსაცნობია” – ლევან ალაფიშვილი -სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესებზე

83
Capture

„ეს არის ფორმალურად დაწყებული პროცესი“, -ასე აფასებს ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თამაშობს თამაშს, რომელიც მარტივად გამოსაცნობია.

„ეს არის ფორმალურად დაწყებული პროცესი, იმიტომ რომ 12 პუნქტიანი გეგმის, ასევე კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ პროცესი უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ქართული ოცნება“ თამაშობს თამაშს, რომელიც მარტივად გამოსაცნობია. თანაც, ამ პროცესს საერთოდ არაფერი არ აქვს კონსესუსთან.

თავად პაპუაშვილმა შექმნა კომისია, არ იყო სავალდებულო, მაგრამ შექმნა რაღაცისთვის, პროცესი რომ შექმნილიყო. კომისიამ ჩაატარა გასაუბრებები და შეირჩა პრიორიტეტების მიხედვით 19 კანდიდატი. აქედან  სამ კანდიდატს ჰქონდა მეტი შეფასება, ვიდრე დანარჩენებს. რომ ნახეს პროცესის შედეგები მათივე წარმომადგენელი მეორე დღეს გამოვიდა და თქვა, რომ ცხრამეტივე კანდიდატს თანაბარი შანსი აქვსო. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ამით? მხოლოდ და მხოლოდ ილუზია პროცესისა, ინკლუზიურობისა. დარწმუნებული ვარ, ამაზეც მიანიშნებს დახურულ კარს მიღმა ევროპელი მაღალი რანგის ხელმძღვანელი ბატონი ვარჰეი“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ალაფიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები