LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი რანია პარლამენტში ლიბანელი დიზაინერის კაბაში, დედამთილთან ხელჩაკიდებული გამოჩნდა

114
დედოფალი-რანია

ინტერნეტში იორდანიის დედოფლის, რანიას იშვიათი ფოტოები ვრცელდება, სადაც მეფე აბდულას მეუღლე დედამთილთან, მუნა ალ-ჰუსეინთან ერთად არის გადაღებული. დედოფალი რანია და პრინცესა მუნა პარლამენტის შენობაში ერთად, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.

ამ დღეს 52 წლის რანია ლიბანური ბრენდის „ბაზაზას“ ულამაზეს წითელ კაბაში იყო გამოწყობილი. ბრენდის ხელმძღვანელი, დიზაინერი ჰუსეინ ბაზაზია, რომლის სამოსს რანია ხშირად ატარებს. რაც ეხება პრინცესა მუნას, ის იშვიათად ჩნდება ტელეკამერებთან. საინტერესოა, რომ მისი ნამდვილი სახელია ვარილ გარდიენერი და მეფე ჰუსეინი მან 1961 წელს, ფილმის გადაღებების დროს გაიცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები