LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას

85
Untitled design - 2022-11-15T130525.309

„ნაციონალურ მოძრაობაში” არ გამორიცხავენ, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.

ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის წევრმა ზვიად კუპრავამ ისაუბრა.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის და მისი სასამართლოს თემიდან ყურადღების გადატანა არ უნდა მოხდეს.

“მე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნამდვილად არ მიმაჩნია და არ ვთვლი, რომ დღეს ეს საკითხი უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაშინ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც არის.

დღეის მდგომარეობით არ გამოვრიცხავ რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას არჩევნების საკითხი, ვინაიდან ნამდვილად არ არსებობს დღეს იმის აუცილებლობა, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მოხდეს ამ თემის გადატანა,” – განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი: ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე.

ნაყოფია მელიაზე: არ მიმაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავი ამოწურა, ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ

გიორგი ბოტკოველი: პარტიაში მიმდინარე არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა მსჯავრდებულია.. ახალი ლიდერის გამოკვეთაც ვერ შეძლო – წულუკიანი ენმ-ზე

სარჯველაძე ენმ-ზე: დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ.. ეს არის ლოგიკური რეზულტატი და მარცხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები