Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა

36
1

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები და ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. გამოიყო შესაბამისი საავტობუსო ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ავლაბრის მოედნის სრული განახლება, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის მოწესრიგებითა და რეაბილიტაციით. ამავე პროექტის ფარგლებში, განახლდა და რეაბილიტირდა ავლაბრისა და ერევნის სკვერები – ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო განათების სისტემა და განთავსდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.

გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.