LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბოტკოველი: პარტიაში მიმდინარე არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება

97
გიორგი ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „პარტიაში მიმდინარე არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება“. მისივე თქმით, თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მთავარი კრიტერიუმია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს.

სარჯველაძე ენმ-ზე: დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ.. ეს არის ლოგიკური რეზულტატი და მარცხი

„ჩვენ ერთ რამეზე ვყალიბდებით – ფაქტია, რომ ჩვენით უკმაყოფილოები არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩნიათ, რაღაც ვერ გავაკეთეთ და სწორედ ამიტომ ტარდება ეს არჩევნები. არჩევნები არავის გადაყენებას არ ეხება. ეს არჩევნები ეხება პარტიის გაჯანსაღებას. ვინ მოიპოვებს ამ პოზიციას, იმას ექნება სრული ლეგიტიმაცია და რა თქმა უნდა, ყველა ის კანდიდატი, რომელიც მასთან ერთად იქნება ბრძოლაში, უნდა დაემორჩილოს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ის ამომრჩეველი, რომელიც ჩართული იქნება ამ პროცესში.

საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. როგორც იცით, ეს სამუშაო ჯგუფი პირველად გუშინ შეიკრიბა. რაღაც ვარიანტები მოვთელეთ. გუშინ საკუთარ თავებს მივეცით კონკრეტული დავალებები, რომ დღეს სხვადასხვა ვარიანტები დავამუშაოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა იყოს. ამაზე ყველა შევთანხმდით. ასევე, ამ ჯგუფში გაიწერება კონკრეტული წესი, თუ როგორ მოხდება ამა თუ იმ კანდიდატის რეგისტრაცია. მუშაობის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ჯგუფი კონკრეტულ ვარიანტებს პოლიტსაბჭოზე წარადგენს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ამავე თემაზე:

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა მსჯავრდებულია.. ახალი ლიდერის გამოკვეთაც ვერ შეძლო – წულუკიანი ენმ-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები