უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გამომძიებლებმა ხერსონში 400-ზე მეტი ომის დანაშაული დააფიქსირეს. მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში იგივე სისასტიკე დატოვეს, რაც სხვა, რეგიონებში, რომლებიც მათ მიერ იყო ოკუპირებული.
როგორც ზელენსკი განმარტავს, ხერსონში არსებული სიტუაცია კვლავ საშიშია, რადგან ტერიტორიები დანაღმულია.
„გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული ომის დანაშაული, ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები.
მიმდინარეობს დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებული მებრძოლების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ხერსონში არის ნაღმები. სამწუხაროდ, ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდვისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი – დაშავდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.