სტამბოლში, ტურისტულ ზონაში, ისტიკლალის ქუჩის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.
თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ტაქსიმის მოედანთან ახლოს მოხდა.
ისტიკლალის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია სტამბოლის ტურისტულ ცენტრად ითვლება და იქ უამრავი უცხოელი იკრიბება.
სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე, ისტიკლალის გამზირზე მოხდა.
მან განაცხადა, რომ არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები.
Bugün saat 16.20 sıralarında Beyoğlu ilçemiz, Taksim İstiklal Caddesi’nde bir patlama meydana gelmiştir.
Olay yerine emniyet, sağlık, itfaiye ve AFAD ekiplerimiz sevk edilmiştir.
Can kaybı ve yaralılarımız bulunmaktadır.
Gelişmeler kamuoyuyla paylaşılacaktır.
— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) November 13, 2022