LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ხერსონში ოკუპირებული სოფელი დაბომბეს – არიან გარდაცვლილები

50
BeFunky-collage - 2022-11-13T014625.773

რუსეთის ჯარებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, კახოვსკის რაიონის ოკუპირებულ სოფელ გორნოსტაევკას ცეცხლი გაუხსნეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.

„საშინელი ამბები გორნოსტაევკადან, კახოვკის რაიონიდან. რუსმა ოკუპანტებმა გრად MLRS-დან ხერსონის ოკუპირებულ სოფელში მიზანმიმართულად დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მტრის დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და 10-მდე სახლი დაზიანდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსი სამხედროები ადგილობრივი მოსახლეობის სარდაფებში იმალებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონი დატოვეს და ტერიტორიას უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის შესახებ ინფორმაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

“დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებში არიან, სულ ცოტა რჩება და შესვლას დავიწყებთ. მაგრამ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან. ხერსონელები ელოდებოდნენ. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას.

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

..როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაწმენდილი მტრისგან – თავად ხერსონელები უკვე იშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასევე იყო ყველა სხვა ქალაქში, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა თავის ყველა ხალხთან მივა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები