ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია, პოლიცია და უშიშროების სამსახური კვლავ ამოქმედდა.
მისივე ცნობით, ქალაქსა და რეგიონში მოქმედებს უკრაინის ეროვნული პოლიცია.
“ქალაქში ჩავიდნენ და მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციები. ასევე, მოვალეობის შესრულებას შეუდგა ნაციონალური პოლიცია და უშიშროების სამსახურიც.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ახორციელებს განაღმვის ღონისძიებებს”, – ამბობს იანუშევიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის განკუთვნილ ვიდეომიმართვაში.