საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ეხმიანება.
„მივესალმები უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნებას.
ეს არის უკრაინის ერთიანობისა და სიმტკიცის შედეგი და წარმოადგენს დიდ ნაბიჯს ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ.
ქართველი ხალხი ხარობს თქვენთან ერთად“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
I welcome Ukraine taking back Kherson. This is the result of Ukraine’s unity and resilience. A major step towards restoring its sovereignty and integrity. The Georgian people rejoice with you.#SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 11, 2022