საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი 3 წლის ვადით აირჩიეს.
თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მაუწყებლის მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე.