ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაცემაში თეა ადეიშვილმა საკუთარი ამბის შესახებ ისაუბრა.
ტელეწამყვანი შესამჩნევად გახდა ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ.
თეა ადეიშვილი:
„ჩემს ცხოვრებაში პირველი ოპერაცია და პირველი ნარკოზი იყო. არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს ნამდვილად 48 წლის ქალი, რა ასაკშიც ახლა ვარ მე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრად უფრო ახალგაზრდა ვარ და მსუბუქად ვგრძნობ თავს. ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ბევრად უფრო ლაღი, თავისუფალი, მგონია, რომ ჟანგბადით დავიტენე. ამას წონა კი არა, ჩემი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აკეთებდა საკუთარ თავთან…“