მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ გული სტკივა, მის შვილს ყველაფერი რომ გარეთ უფასდება, ვიდრე საქართველოში.
„ჩემს შვილს ყველაფერი უფრო გარეთ უფასდება, ვიდრე შიგნით, ჩვენ ქვეყანაში.
ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან გულს მტკენს. იქაც ხომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, დიდია შემადგენლობა და ყველას თავისი აზრი შეიძლება, რომ ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა დათანხმდა, რომ ასე უნდა იყოს.
მათი რეკომენდაციაა, რომ თუ გინდა, გახდე ევროპის ოჯახის წევრი, უნდა შეასრულო გარკვეული პუნქტებიო. მანამდეც ხომ იყო 12 პუნქტიანი გეგმა და იქიდან რა შესრულდა, ვნახეთ“. – ამბობს გიული ალასანია „მთავართან“ საუბარში.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა.
ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
მხარდაჭერილია ის შესწორებაც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი.