LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია – იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ

57
1583415792-1583345265-კელი-დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება და იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწეული სამუშაო ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ელჩს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გუშინ, 8 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშისა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტის დამტკიცების შესახებ მოსაზრება ჰკითხეს.

“ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში”, – თქვა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია.

“დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა, რომ აშშ, ისე როგორც წინა წლებში, ახლაც განაგრძობს საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათი გაცხადებული სურვილის განსახორციელებლად – იცხოვრონ დაცულ, სტაბილურ, გამჭვირვალე დემოკრატიაში.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ“, – დასძინა დეგნანმა.

„ქალები საქართველოს თავდაცვის ძალებში უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.. ეს ყველაფერი თამარ მეფემდე მიდის“ – დიპლომატები ქალების როლზე ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში 

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

პაპუაშვილი: ევროპარლამენტი არაა ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას

კობახიძე გვარამიას განაჩენის გადახედვის მოწოდებაზე: ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები