Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზელენსკი: რუსები განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ ბრძანება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვართან მიღწევაზე, არ შეცვლილა – იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსები განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ ბრძანება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვართან მიღწევაზე, არ შეცვლილა – იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ

45
უკრაინა - ჯარისკაცები

„საინფორმაციო სივრცეში, ფრონტიდან ახალი ამბები ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დასძინა, რომ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დონეცკის რეგიონში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბრძოლის პარალელურად, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ზელენსკის განცხადებით, ზამთრის იარაღად გადაქცევა ტერორისტული სახელმწიფოს გეგმაა, როგორც უკრაინის, ისე მთელი ევროპის წინააღმდეგ.

[related_news id=”794636″ align=”left”]

„მძიმე მდგომარეობაა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება, როგორც ადრე და განსაკუთრებით რთულია, ისევე როგორც ადრე, დონეცკის რეგიონში. ოკუპანტების აქტიურობა იქ რჩება უკიდურესად მაღალ დონეზე – ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება.

ისინი განიცდიან უკიდურესად მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება არ შეცვლილა – მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ.“– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები