LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლაციისა და უმუშევრობის მიუხედავად, ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ვეიმედებით: ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევაზე

51
ირაკლი ზარქუა

„ინფლაციისა და უმუშევრობის მიუხედავად, ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ვეიმედებით“, – ასე აფასებს „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევას.

ირაკლი ზარქუა IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ „IPM-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაახლოებული, აქაც კი ვერ დაიმალა მაღალი რეიტინგი, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს“.

ირაკლი ზარქუას აინტერესებს, „რომელ სერიოზულ კვლევებზეა საუბარი მაშინ, როდესაც ნინო ლომჯარიას და გიორგი ვაშაძეს, გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს“.

ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 12% – IRI

„NDI-ის და IRI-ის კვლევები უცნაურია ხოლმე. ზუსტად ანალოგიური კვლევები ჰქონდათ 2020 წელს, მას შემდეგაც და უკვე მესამე ვადით ვართ უკვე ხელისუფლებაში. უსუსურები არიან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ის, რომ 12 %-მდე დაეცა მათი რეიტინგი, მიუხედავად ამ კვლევებში ამ პროცენტული მაჩვენებლის მომატების მცდელობისა, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ და მაინც სხვაგან ეძებენ პრობლემას.

მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც პრობლემურია, ეს არის მაღალი ინფლაცია, უმუშევრობა, მიუხედავად ამისა, ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ვეიმედებით. ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა „ქართული ოცნებაა“.

რა არ სცადეს და ქართული ოცნების რეიტინგს ვერაფერი მოუხერხეს და კვლევებში პირველ ადგილზე გავიდა. დანარჩენი ოპოზიცია ყველა, რომ შეკრიბო მაინც ვერ სჯობნის ქართული ოცნების რეიტინგს.

მე ამ კვლევებს არ ვენდობი, ამას ფაქტებით გეუბნებით. 2020 წელს, როდესაც დაახლოებით 27% დაუწერა რეიტინგი NDI-მ და IRI-მ, მაშინდელი გამოწვევები იყო მედიის პრობლემები, ქაოსი, უმუშევრობა, დაკეტილი ბიზნესი, უკმაყოფილება, ამის შემდეგ ბოლო 2 წელია 100%-იანი ზრდა გვაქვს და მე მაქვს ანალიზის უნარი ვთქვა, რომ 2020 წელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სიტუაციაა საქართველოში, რადგან მეორე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. იზრდება, როგორც პედაგოგების, პენსიონერების, პოლიციელების, სამხედროების და ა.შ ანაზღაურება. რანაირად დავიჯერო, რომ 2020 წელს უფრო მეტად იყო ხალხი კმაყოფილი, ვიდრე ახლა არის, როდესაც ამხელა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც სოციალურ დახმარებებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში აისახა.

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა აი ამ უბადრუკების, რამენაირად „გაიპრაონ“ თავი. სადაც ნინო ლომჯარიას და გიორგი ვაშაძეს, გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რაზე ვსაუბრობთ ახლა? ამ კვლევაზე სერიოზული კომენტარი, როგორ შეიძლება, რომ გაკეთდეს. 

ქართული ოცნება ლიდერია და ასე გაგრძელდება ბოლომდე. გამოწვევებსაც დავძლევთ ქართველ ხალხთან ერთად და 12-პუნქტიან რეკომენდაციებსაც შევასრულებთ, ყველა კანონპროექტი მზად არის.

სიღარიბე 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ გვქონდა დაახლოებით 34%, ახლა კი 17%-მდეა ჩამოსული. სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ბუნებრივია მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩება და იქნება, ჩვენს რეალობაში. ამას ჩვენ ვპასუხობთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით, რეფორმებით, იმით, რომ სამუშაო ადგილები იქმნება. ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ხელისუფლებამ სოციალური მიმართულებით რამდენიმე ათასი ადამიანი დავასაქმეთ. მათ შორის არის გარემოს დაცვის მიმართულებით, „თბილსერვისის“ მუნიციპალიტეტებში ცალკეულ სამსახურებში და ადამიანებს, იმ შემოსავლებთან ერთად, რაც მათ სოციალური დახმარებით აქვთ გარანტირებული, ასევე დამატებითი ხელფასის სახითაც იღებენ 500-იდან 800 ლარამდე. გარდა ამისა ბიზნესში არის სამუშაო ადგილები შექმნილი, ბუნებრივია არაა საკმარისი, რადგან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მსოფლიო გამოწვევები.

კვლევებს IPM-ი ატარებს ხოლმე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაახლოებული და იქაც კი ვერ დამალეს ქართული ოცნების რეიტინგი“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ამავე თემაზე:

ჩანს საზოგადოების განწყობა…უიმედობა, უპერსპექტივობაა ქვეყანაში და ხალხი მექსიკის გავლით ამერიკაში ან ევროპაში მიდის: ბაჩო დოლიძე IRI-ის კვლევაზე

შალვა პაპუაშვილი IRI-ისა და NDI-ის კვლევებზე: უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან

კობახიძე IRI-ის კვლევაზე: ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს, არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები

იაგო ხვიჩია: თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები