LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანს საზოგადოების განწყობა…უიმედობა, უპერსპექტივობაა ქვეყანაში და ხალხი მექსიკის გავლით ამერიკაში ან ევროპაში მიდის: ბაჩო დოლიძე IRI-ის კვლევაზე

60
ბაჩო დოლიძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა. „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ IRI-ის კვლევის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, კვლევებში ჩანს საზოგადოების განწყობა, რომლებიც უიმედოდ არიან და მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ. ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ „ოლიგარქიული რეჟიმი დიდი პრობლემაა, რაც წარმოადგენს ბარიერს საქართველოსა და ევროპას შორის“.

როგორ აფასებს ოპოზიცია IRI-ს კვლევას: „მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ

„მართლაც საინტერესო კვლევაა სანდოობის თვალსაზრისით, თუმცა ჩანს საზოგადოების განწყობა. პირველ რიგში, ჩანს საზოგადოების პრობლემატიკა, ეს არის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, უიმედობაა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს და ეს იხსნება იმით, რომ უამრავი ადამიანი ტოვებს ქვეყანას ყოველთვე, რომელიც მექსიკის გავლით ამერიკაში ან ევროპაში მიდიან, შესაბამისად, უპერსპექტივობაა.

კვლევის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეების 75% კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყნის დიდი პრობლემაა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა ჩანაცვლდეს მრავალპარტიულობით.

IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“  – 12%, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 75% გადადის ოპოზიციაში, მაგრამ ამ 75%-ს სჭირდება კაპიტალიზაცია და პარტიული სტრუქტურების ზრდა.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლისთვისაც, აბსოლუტურად ნათელია ის, რომ დღეს ოლიგარქიული რეჟიმი არის ნომერ პირველი ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის ინტეგრაციის, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ როგორც პარტიის რეიტინგი, ასევე საერთო ოპოზიციურ კალათაში დიდი წვლილი შემოიტანონ.

ჩვენ გვაქვს განსასაზღვრი ის გზა, თუ როგორ მივდივართ არჩევნებამდე, განვახორციელებთ თუ ვერ ერთობლივ ნაბიჯებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაცია იქნება. მეორე საკითხია საარჩევნო სიების ფორმაცია, სადაც მტკიცედ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ინდივიდუალიზმი გადამწყვეტი იქნება და ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს თავის სეგმენტზე. ერთიანი სახით წარმოჩენა, ძალიან ბევრ ადამიანს და მხარდამჭერს დაგვაკარგვინებს. 

გამოწვევაა ის, რაზეც ყველა საუბრობს, ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობაა ქვეყანაში, რის გამოც ადამიანები ვერ პოულობენ სამუშაო ადგილებს, რომლითაც ოჯახებს არჩენენ. ეს უნდა იყოს შემდგომი მთავრობების გამოწვევა“, – განაცხადა ბათო დოლიძემ.

ამავე თემაზე:

ინფლაციისა და უმუშევრობის მიუხედავად, ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ვეიმედებით: ირაკლი ზარქუა IRI-ის კვლევაზე

შალვა პაპუაშვილი IRI-ისა და NDI-ის კვლევებზე: უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან

კობახიძე IRI-ის კვლევაზე: ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს, არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები

იაგო ხვიჩია: თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები