LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

65
სალომე ზურაბისჰვილი გვარამია

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გაასაჯაროვა.

ვიდეო: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას – რას პასუხობს ზურაბიშვილი

ხელმომწერთა შორის არიან ანდრიუს კუბილუსი, მირიამ ლექსმანი, რაფაელ გლუკსმანი, რასა იუკნევიჩი და სხვები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

„სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან..“, – ვკითხულობთ წერილში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები