დღეს, შარმ-ელ-შეიხში, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატითაა გამყარებული. ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო
შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. ილია დარჩიაშვილმა კატრინ კოლონას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას იღებს გაეროს გაეროს კლიმატის ცვლილებების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება.
მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
შეგახსენებთ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გუშინ დაიწყო.