ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში, უამინდობის გამო, Precision Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რეისზე 39 მგზავრი, ორი პილოტი და ორი სტიუარდესა იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 26 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც პოლიციამ განაცხადა, თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, იქამდე, ვიდრე ის ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუკობაში დაეშვებოდა.
“წვიმდა და თვითმფრინავი წყალში ჩავარდა. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა”, – განუცხადა რეგიონული პოლიციის მეთაურმა ჟურნალისტებს.